“პუტინი მკვლელია” – პარლამენტის წინ საქართველოში მყოფმა, რუსეთის მოქალაქეებმა აქცია გამართეს
“პუტინი მკვლელია”, “არა ომს” – ამ ლოზუნგებით თბილისში, პარლამენტის წინ საქართველოში მყოფმა, რუსეთის მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
შეკრებილები რუსეთში “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ უკრაინაში ომსა და პუტინის რეჟიმს ეწინააღმდეგებიან.
“აქ ვარ იმიტომ, რომ ჩემს სამშობლოში გამოაცხადეს ნაწილობრივი მობილიზაცია და მე წინააღმდეგი ვარ, რომ უკრაინა რუსული სისხლით ავავსოთ. ბრძოლას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ პუტინი არ მოკვდება. მიტინგებზე მოსკოვშიც გამოვდიოდი, თუმცა, ახლა თბილისში ვცხოვრობ, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგი ვარ. ის, რაც უკრაინაში ხდება, უკრაინელი ხალხის გენოციდია”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, პუტინი შეძვრა უკრაინაშიც და საქართველოშიც და მას უამრავი ადამიანის მკვლელობაში აქვს ხელები გასვრილი.