მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საღმრთო ლიტურგია მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში 10 საათზე დაიწყო.
ლიტურგიას ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის არქიმანდრიტი მამა ეფრემი დელეგაციასთან ერთად ესწრება. ტაძარში ღვთისმშობლის ხატს მიაბრძანებენ.
ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.