მიხეილ ჩხენკელი: პრემიერმინისტრმა განათლების ტრანსფორმირების სამიტზე თავის მოხსენებაში ხაზგასმით ისაუბრა განათლების უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის
პრემიერმინისტრმა თავის მოხსენებაში ხაზგასმით ისაუბრა განათლების უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა 800 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გრანდიოზული პროექტის შესახებ, რომელშიც 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება.
„გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე განათლების ტრანსფორმირების სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან თავის მოხსენებაში ხაზგასმით ისაუბრა განათლების უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის. მან მონაწილეებს დეტალურად მოუყვა 800 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გრანდიოზული პროექტის შესახებ, რომელშიც, როგორც მოგეხსენებათ, დაიხარჯება 1 მილიარდი ლარი, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ განათლებაზე ზრუნვა არის ჩვენი მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტი”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.