21 სექტემბერს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება
21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა აღევლინება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოება ივერიისა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საზეიმო წირვას, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, მამა ეფრემი აღავლენს, რომელიც 10:00 საათზე დაიწყება.
„ათონის მთიდან – ვატოპედის მონასტრიდან – ტაძარში მობრძანდება ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „მანუგეშებელი“ კანონიერი ასლი, რომელიც მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის სავანისთვის დაიწერა. ხატი, 21 სექტემბრიდან, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაბრძანდება.
საზეიმო წირვას, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, აღავლენს ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი მამა ეფრემი.
ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს „მანუგეშებელი“ ევედრებიან სნეულებათაგან განკურნებისთვის.
21 სექტემბერს, მომლოცველებს საჩუქრად გადაეცემათ ღვთისმშობლის ხატი „მანუგეშებელი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.