“ეროვნულ სასახლეში” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი სხვადასხვა ფორმით – ადგილზე, დისტანციურად და ჰიბრიდულად წარიმართება

“ეროვნული სასახლე” გილოცავთ ახალი, 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას და 1 ოქტომბრიდან ტრადიციულად გელით, – ამის შესახებ ინფორმაციას “ეროვნული სასახლე” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნულ სასახლეში მიმდინარე სარესტავრაციო – სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი სხვადასხვა ფორმით -ადგილზე, დისტანციურად და ჰიბრიდულად წარიმართება.
“შეგიძლიათ წინასწარ შეარჩიოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ჯგუფები და წრეები, კლუბები და სააბიტურიენტო პროგრამები, სხვადასხვა მოკლევადიანი კურსები და სერვისები. ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება – 15 სექტემბერს, 11-00 საათზე. ონლაინ რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული სასახლის ვებ გვერდზე”, – ნათქვამია სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები