მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელიზაბეტ II მონარქზე მეტი იყო, მან განსაზღვრა ეპოქა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა და დედოფლის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
როგორც ბაიდენი აღნიშნავს, დედოფალი ელისაბედ II შეუდარებელი ღირსების მქონე სახელმწიფო მოღვაწე იყო, რომელმაც გააღრმავა ალიანსი გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის.
„მუდმივი ცვლილებების სამყაროში ის იყო კომფორტისა და სიამაყის წყარო ბრიტანელების თაობებისთვის, მათ შორის ბევრისთვის, ვისაც არასდროს უნახავს თავისი ქვეყანა მის გარეშე. დედოფალ ელისაბედ II-ისადმი მტკიცე აღფრთოვანებამ გააერთიანა თანამეგობრობის ხალხი. მისი მეფობის შვიდი ათწლეული კაცობრიობის უპრეცედენტო წინსვლისა და ადამიანური ღირსების წინსვლის ეპოქის მოწმე იყო. დედოფალი ელისაბედ II შეუდარებელი ღირსების მქონე სახელმწიფო მოღვაწე იყო, რომელმაც გააღრმავა ალიანსი გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის. მან ხელი შეუწყო იმას, რომ ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებული გამხდარიყო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.