დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

მანამდე ბუკინგემის სასახლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედოფალ ელიზაბეტ II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიკოსების შეშფოთებას იწვევდა. ამასთან, დედოფლის ვაჟი, ჩარლზი და შვილიშვილი – პრინცი უილიამი შოტლანდიაში ბალმორალის სასახლეში გაემგზავრნენ, რათა დედოფლის გვერდით ყოფილიყვნენ.

ელისაბედ მეორე ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს, 25 წლის ასაკში ავიდა. ის გაერთიანებული სამეფოს უხუცესი მონარქი იყო და ტახტზე ყველაზე მეტი დრო გაატარა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები