დევიდ კრამერი: საჭიროა, შესრულდეს ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია იმისთვის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიდეს
ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით წავიდეს, ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია უნდა შესრულდეს.
მისივე თქმით, პროგრესის მისაღწევად მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ.
“ვფიქრობ, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების 12-ვე პუნქტი მნიშვნელოვანია. არ მივიჩნევ, რომ რომელიმე უფრო მეტად ან ნაკლებად არის მნიშვნელოვანი. საქართველოს შეუძლია, მალე იმ პოზიციაზე იყოს, რომელზეც უკრაინა და მოლდოვაა. მინდა, რომ საქართველომ ყველა მიმართულებით პროგრესს მიაღწიოს. ამისთვის საჭიროა, ყველამ ერთად იმუშაოს – მთავრობამ, ოპოზიციამ, პროცესში უნდა იყოს ჩართული სამოქალაქო საზოგადოება. საჭიროა შესრულდეს ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია იმისთვის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიდეს. დემოკრატიის გაძლიერება, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერება – ეს არის როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის და აშშ-ის ინტერესი“, – განაცხადა კრამერმა.