მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი უარს ამბობენ იმ პროცესში მონაწილეობაზე, რომელიც მიმართულია სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულებისკენ

„ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი უარს ამბობენ იმ პროცესში მონაწილეობაზე, რომელიც მიმართულია სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულებისკენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისინი საბოტაჟს უცხადებენ ამ კონკრეტული პუნქტის შესრულება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის თანმიმდევრული მუშაობა რეკომენდაციების შესრულების საწინააღმდეგოდ და საბოტაჟის გასამართლებლად.

„ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება, ოდნავ რისკის ქვეშ დადგეს, ეს არის პუნქტი, რომელიც ეხება სახალხო დამცველის არჩევის წესს. დღეს არის ამ საკითხზე შეხვედრა და „ნაცმოძრაობამ“ და მისმა კლასტერმა უკვე თქვეს უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თანხმობა ჰქონდათ მოცემული. ეს არის ფაქტი: ისინი უარს ამბობენ იმ პროცესში მონაწილეობაზე, რომელიც არის მიმართული ამ რეკომენდაციის შესრულებისკენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი საბოტაჟს უცხადებენ ამ კონკრეტული პუნქტის შესრულებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები