მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, თბილისში, კინოთეატრ „ამირანში“, საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალის – „თაობა“ – მე-5 საფესტივალო გამოშვება ჩატარდება

კინოხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, კულტურისა და განათლების ფონდისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, თბილისში, კინოთეატრ „ამირანში“, საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალის – „თაობა“ – მე-5 საფესტივალო გამოშვება ჩატარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალში ყოველდღიურად ჩართული იქნება ჟიურის წევრი, 13-დან 18 წლის 400- მდე ახალგაზრდა. ისინი ნახავენ წინასწარ შერჩეულ ფილმებს, გამოავლენენ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან და საუკეთესო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელთა რეჟისორებსაც „თაობა“-ს სახელით გადაეცემათ ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოები. კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, უორკშოფებსა და გასართობ აქტივობებს.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ უცხოელ რეჟისორებს, მსახიობებს და კინოპროფესიონალებს, გაიზიარებენ მათ გამოცდილებას და მიიღებენ დამატებით ცოდნას. ფესტივალის მხარდამჭერებსა და პარტნიორებს შორის არიან: თბილისის მერია; საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო; კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი; საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი; იტალიის საელჩო; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; კინოთეატრი ამირანი. პროექტი არაკომერციულია, მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას. რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 სექტემბრის ჩათვლით

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები