“ქართული ოცნება” სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას არ ეთანხმება

იმ ფონზე, როდესაც არავითარი საგნობრივი კონტრარგუმენტი გამოვლენილი არაა, მეეჭვება, რომ გვქონდეს საფუძველი, ახლებურად შევხედოთ ამ კანონპროექტს, – ასე აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას მმართველი პარტიის წევრი, მიხეილ სარჯველაძე.

„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ პროექტზე სამართლებრივი შენიშვნები ვენეციის კომისიას არ აქვს, შესაბამისად, ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა გამოიყენა, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია. სახელისუფლებო პარტია ახლა პოლიტიკური ვეტოს დასაძლევად ემზადება.

„იმ ფონზე, როდესაც არავითარი საგნობრივი კონტრარგუმენტი გამოვლენილი არაა, მეეჭვება, რომ გვქონდეს საფუძველი, ახლებურად შევხედოთ ამ კანონპროექტს. შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ კანონპროექტს“, – აცხადებს სარჯველაძე.

ხელისუფლების ოპონენტები კი დასკვნას სრულად იზიარებენ.

„ვენეციის კომისიაში პირდაპირ მიუთითეს, რომ პროცესი არ იყო გამჭვირვალე და იყო დაჩქარებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. არ არსებობს პოზიტიური მიზანი, რომელიც გაამართლებდა ადამიანების პირად ცხოვრებაში ხელისუფლებაში ჩარევას. ვეტო არ უნდა იყოს დაძლეული“, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება ნაჩქარევად მოხდა და საჭიროა მისი დამუშავება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა 7 ივნისს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები