ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელი ფლავისმანი დაიტბორა
ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელი ფლავისმანი დაიტბორა. მიზეზი სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა გახდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელში შენობების პირველი სართულები და სარდაფები წყლითაა დაფარული, ადგილობრივებს დაუზიანდათ საოჯახო ტექნიკა, გაუნადგურდათ ზამთრის მარაგი.
მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. ადგილზე სამელიორაციო სისტემების ხელმძღვანელი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იმყოფებოდნენ.