რატი იონათამიშვილი: სამოქალაქო სექტორის უმნიშვნელოვანესი როლი არაკეთილსინდისიერად გამოიყენება; ფაქტობრივად, ამ მანდატს პოლიტიკური ამოცანებისა და დავალებების შესასრულებლად იყენებენ

სამოქალაქო სექტორის უმნიშვნელოვანესი როლი  არაკეთილსინდისიერად გამოიყენება. ფაქტობრივად, ამ სახელსა და მანდატს პოლიტიკური ამოცანებისა და დავალებების შესასრულებლად იყენებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„ელექტრონული ფორმით არჩევნების ჩატარების პრაქტიკა უკვე არსებობს ქვეყანაში და ის ცესკო-ს მხრიდან საკმაოდ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო განვითარდეს და გაიზარდოს არეალი. არაკეთილსინდისიერად გამოიყენება სამოქალაქო სექტორის უმნიშვნელოვანესი როლი. ფაქტობრივად, ამ სახელსა და მანდატს იყენებენ პოლიტიკური ამოცანებისა და დავალებების შესასრულებლად. ერთი მხრივ, ამბობდე, რომ შენ ხარ სამოქალაქო სექტორი და მეორე მხრივ, ტექნიკურ მთავრობასა და რადიკალიზაციაზე არა თუ საუბრობდე, არამედ პირდაპირ მოთხოვნებს აყენებდე, მინიმუმ არ ხარ გულწრფელი და მაქსიმუმ ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც პოლიტიკურად მოტივირებულია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირ-ისა და ვენეციის კომისიის დასკვნების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები