BBC-იმ უკრაინაში დაღუპული 53 586 რუსი სამხედროს ვინაობის დადგენა შეძლო
BBC-მ, “მედიაზონასა” და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, უკრაინაში დაღუპული 53 586 რუსი სამხედროს ვინაობის დადგენა შეძლო.
რუსეთის ყოველკვირეული მსხვერპლის მაჩვენებელმა ზრდა ისევ დაიწყო, რაც შესაძლოა, ასახავდეს რუსული ძალების მიმდინარე წინსვლას ხარკოვის მიმართულებით.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში კიდევ 1431 ადამიანი დაღუპვა დადასტურდა, რაც 2022 და 2023 წლის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
მედია წერს, რომ 53 586 დაღუპულთაგან 14% მოხალისე იყო, 12% – მობილიზებული.
დანაკარგების ყველაზე დიდი კატეგორია ისევ რუსული კოლონიებიდან ფრონტზე გაგზავნილი პატიმრები არიან, მათ შორის, დაღუპულები 20%-ს შეადგენს.
ამავე დროს, აღინიშნება, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია, ვიდრე დადგენა მოხერხდა. მედია ეყრდნობა მხოლოდ იმ მონაცემს, რომლებსაც ღია წყაროებიდან მოიძებნება: ოფიციალური პირებისა და მედიის შეტყობინებები, მსხვერპლთა ახლო ნათესავების პუბლიკაციები სოციალურ ქსელებში და ინფორმაცია სასაფლაოებიდან.