გოგა ჩანადირი: ოჯახი და სარწმუნოება ნამდვილად არ არის საღლიცინო და ნურც უცხოელები მისცემენ უფლებას საკუთარ თავს, აუგად მოიხსენიონ ჩვენი ფასეულობები

„არასწორია ოჯახსა და მართლმადიდებლობაზე ღლიცინი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი წერს.

“კვირა” ჩანადირის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„არასწორია ოჯახსა და მართლმადიდებლობაზე ღლიცინი.
ოჯახი სახელმწიფოს ქვაკუთხედია.
ზნეობრივი ოჯახი ზნეობრივ სახელმწიფოს ნიშნავს. ოჯახის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება.
მართლმადიდებლობა კი ქართველთათვის რწმენა, ხელოვნება და ისტორიაა. ამ რწმენას, ხელოვნებასა და ისტორიას მეფე მირიანთან, ვახტანგ გორგასალთან, არჩილ მეფესთან, დავით და კონსტანტინესთან, თორნიკე ერისთავთან, გიორგი მთაწმინდელთან, აღმაშენებელთან, თამარ მეფესთან, ასი ათას მოწამესთან, გარეჯელ მოწამეებთან, ქეთევან დედოფალთან, თევდორე მღვდელთან, დიმიტრი ყიფიანთან, ილია ჭავჭვაძესთან, ამბროსი ხელაიასთან, ექვთიმე თაყაიშვილთან და სხვა არაერთ უდიდეს ზნეობრივ ადამიანთან მივყავართ.
ოჯახი და სარწმუნოება ნამდვილად არ არის საღლიცინო და ნურც უცხოელები მისცემენ უფლებას საკუთარ თავს, აუგად მოიხსენიონ ჩვენი ფასეულობები.“ – წერს ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები