ისრაელის თავდაცვის მინისტრი: რაფაჰის სახმელეთო ოპერაციაში დამატებითი ძალები მიიღებენ მონაწილეობას

Israel's Defence Minister Yoav Gallant speaks during a joint press conference with US secretary of defence, in Tel Aviv on December 18, 2023. (Photo by Alberto PIZZOLI / AFP) (Photo by ALBERTO PIZZOLI/AFP via Getty Images) Israeli Defense Minister Yoav Gallant speaks during a press conference in Tel, Aviv, Israel, in December 2023. Alberto Pizoli/AFP/Getty Images

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ რაფაჰში სახმელეთო ოპერაციაში დამატებითი ძალები მიიღებენ მონაწილეობას.

„ეს ოპერაცია გაგრძელდება დამატებითი ძალებით, რომლებიც შემოვლენ [ქალაქში]. რამდენიმე გვირაბი ამ მხარეში ჩვენმა ძალებმა გაანადგურეს და მალე კიდევ უფრო მეტი გვირაბი განადგურდება.

ეს ოპერაცია გააქტიურდება და „ჰამასი“ არ არის ორგანიზაცია, რომელსაც ახლა საკუთარი ძალების აღდგენა შეუძლია, მას არ აქვს მარაგი, არ აქვს იარაღის წარმოების უნარი, არ აქვს საბრძოლო მასალა, არ შეუძლია, სათანადოდ უმკურნალოს ტერორისტებს, რომლებიც დაშავდნენ“, – აღნიშნა გალანტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები