გია ვოლსკი – „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ახალგაზრდების ზურგზე შემომხტარებს უნდათ, შემოვიდნენ ხელისუფლებაში
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს “ახალგაზრდების ზურგზე შემომხტარებს უნდათ, შემოვიდნენ ხელისუფლებაში”.
„ახალგაზრდების ზურგზე შემომხტარებს უნდათ, შემოვიდნენ ხელისუფლებაში. პრაქტიკულად, ის ადამიანები წამოწიეს წინ, ვისაც მათ დანაშაულებთან პრინციპში კავშირი არ აქვს. ადამიანებს სისხლში აქვთ ხელები გასვრილი პირდაპირი გაგებით და ლიდერების როლის მითვისება მათთვის წამგებიანი იქნებოდა, მაგრამ, როგორც ვითარებამ გვიჩვენა, ნელ-ნელა ისინი სადავეებს ხელში იღებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.