მეთიუ მილერი: აშშ-მა სანქციები დაუწესა პირებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო ტექნიკის გადაცემასთან არიან დაკავშირებული

აშშ სანქციებს უწესებს რუსეთში მყოფ ხუთ ფიზიკურ პირსა და ობიექტს, რომლებიც დაკავშირებული არიან სამხედრო ტექნიკის გადაცემასთან ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მილერი აღნიშნავს, შეერთებული შტატები შეშფოთებულია ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ურთიერთობებით გლობალური უსაფრთხოებისთვის მისი საფრთხის გამო.

„შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს რუსეთში მყოფ ხუთ ფიზიკურ პირსა და ობიექტს, რომლებიც დაკავშირებული არიან სამხედრო ტექნიკის გადაცემასთან ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ურთიერთობებით გლობალური უსაფრთხოებისთვის მისი საფრთხის გამო“, – წერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები