სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმას უნგრეთის პრემიერი გამოეხმაურა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ღრმად შოკირებულია მეგობარზე, სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის გამო.
ორბანი იმედს გამოთქვამს, რომ რობერტ ფიცო მალე გამოჯანმრთელდება.
სლოვაკეთის პრემიერმინისტრი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაჭრეს.
თავდამსხმელმა რამდენჯერმე გაისროლა. მამაკაცი დაკავებულია.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიტიკოსი საზოგადოებასთან გასვლითი სხდომის შემდეგ გავიდა. სროლის შემდეგ ის მიწაზე დაეცა. ფიცო მუცლის და გულის არეშია დაჭრილი.