გია ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა – მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა

ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა, ყველაფერი იმ პერიოდში შეიქმნა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებულ აქციებზე განაცხადა.

„2012 წლიდან მოყოლებული, რამდენ ადამიანსაც გინდა შევეკითხოთ, დავსვათ ჩვენიანები, არაჩვენიანები, ნეიტრალურები, შუაშისტები, ვინც გინდა, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა, ყველაფერი იმ პერიოდში შეიქმნა. თავი დავანებოთ ევროპულ სტანდარტს. რომელი ევროპული სტანდარტია ადამიანის გატყავება და მკვლელობა?!“ – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები