ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 119-ე შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის მონაწილეები საოკუპაციო ზოლთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს. ასევე, ქართული მხარე მოითხოვს ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას.

დღის წესრიგშია ასევე ჰუმანიტარული საკითხებიც, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები