პირი, რომელმაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლა, 71 წლის მწერალი, იურაი ჩინტულაა. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ლიბერალური პარტია „პროგრესული სლოვაკეთის“ აქტივისტია, რომელსაც იარაღი ოფიციალურად ჰქონდა რეგისტრირებული.
უცხოური გამოცემა ეჭვმიტანილის შვილს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მომხდარით შოკირებულია და ადასტურებს, რომ იარაღი მამამისს კანონიერად ჰქონდა რეგისტრირებული.
„მე აბსოლუტურად არ მქონდა წარმოდგენა, რას აპირებდა მამაჩემი, რას გეგმავდა, რატომ მოხდა ეს“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალში არის გადაყვანილი.