სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ესაუბრა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს და მადლიერება გამოვხატე საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მოლდოვას ურყევი მხარდაჭერისათვის.
ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.