სტოკჰოლმში ისრაელის საელჩოსთან სროლა მოხდა

სტოკჰოლმში ისრაელის საელჩოსთან სროლა მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

როგორც Expressen-ს შვედეთის პოლიციის ოფიცერმა, პერ ფალსტრომმა განუცხადა, პოლიციის პატრულმა ძლიერი ხმები გაიგო, სავარაუდოდ, სროლის ხმა იყო.

დაწყებულია წინასწარი გამოძიება იარაღის გამოყენებით მძიმე დანაშაულის მუხლით.

ფალსტრომმა მედიას განუცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები