ტეხასში ქარიშხალს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ამის შესახებ CBS იტყობინება.

როგორც ჟურნალისტებს ქალაქის მერმა, ჯონ უიტმირმა განუცხადა, ქარის სიჩქარე 160 კმ/ს შეადგენდა, ქალაქში მნიშვნელოვანი ნგრევაა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ორი ადამიანი ხეების მოგლეჯის შედეგად დაიღუპა.

უამინდობის გამო, ჰიუსტონის ორ მთავარ აეროპორტში ფრენები შეჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები