რატი იონათამიშვილი: საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მისვლა ცალსახად იყო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ძალიან უნიჭო და უხეში მცდელობა
ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მისვლა ცალსახად იყო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ძალიან უნიჭო და უხეში მცდელობა, მაგრამ შინაარსი კიდევ უფრო მძიმე იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ხან ქართულ ეკლესიას დაესხნენ თავს, ხან ჩვენი ქვეყნის ისტორიის დამახინჯება სცადეს, როდესაც აღმოჩნდა, რომ თურმე „ვარდების რევოლუციის“ დროს დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია. ამით შეურაცხყოფა მიაყენეს 9 აპრილს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.