გიორგი კალანდარიშვილი: ცესკო-ს თავმჯდომარედ თუ არცერთი წარდგენილი კანდიდატი არ იქნება არჩეული, კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ

“ცესკო-ს თავმჯდომარედ თუ არცერთი წარდგენილი კანდიდატი არ იქნება არჩეული, კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ”, – ამის შესახებ ცესკო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ კონკრეტული რეზულტატი არ იქნება, რაიმე შეფასების გაკეთება სწორი არ არის.

„კონკურსი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, წინ არის საკომიტეტო მოსმენები და სესიაზე კენჭისყრა უნდა გაიმართოს. ბუნებრივია, სანამ კონკრეტული რეზულტატი არ იქნება, სწორი არ არის რაიმე შეფასების გაკეთება, მაგრამ თუ კონკურსი იმგვარად დასრულდა, რომ არც ერთი კანდიდატი არ იქნება არჩეული, მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, პრეზიდენტის მხრიდან შესაბამის განცხადებას და ამ გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ გადაწყვეტილებას. ამ ინსტიტუტის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ კანდიდატს შესაძლოა, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი არ ჰქონოდა იმ ფონზე, როდესაც საუბარი იყო ასევე ჩემს პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე, რა თქმა უნდა, ლოგიკური არაა, რადგან კონსენსუსის საკითხი წყდება საკანონმდებლო ორგანოში. ბოლო ორი კონკურსის პირობებში მხარდამჭერთა მზარდი დინამიკის ფონზე, სწორი იქნებოდა, კვლავ მქონოდა ამის შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოში. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა არ მომეცა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები