თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, ქვესადგურში “დიღომი 2” გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონების, სოფელ დიღმის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების 3982 აბონენტს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების 14 აბონენტს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის, საბურთალოს, კარტოზიას და მიმდებარე ქუჩების 401 აბონენტს.
სამგორის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, ოცხელის და მარელისის ქუჩების 558 აბონენტს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და რაფიელ ერისთავის ქუჩების 401 აბონენტს.
კრწანისის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის, გორგასლის, ბევრეთის, ორთაჭალის და მიმდებარე ქუჩების 500 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის, ღუდუშაურის, ხიმშიაშვილის, ასკურავას, ჩოხატაურის, დადიანის და მიმდებარე ქუჩის 535 აბონენტს.
გლდანის რაიონში ქვესადგურში “მუხიანი” გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა და IVბ (მუხიანის აგარაკების) მიკრორაიონების 1407 აბონენტს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის, ბიჭვინთის, ჩიქვანაიას, ბაღნარის, სკოლის და მიმდებარე ქუჩების 778 აბონენტს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეეხება: მუხიანის IVა მიკრორაიონის და მიმდებარე ქუჩების 548 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეეხება: მუხიანის I და III მიკრორაიონების 680 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიღნაღის, ბერიაშვილის, ლამის, სალიას და მიმდებარე ქუჩების 313 აბონენტს.
ისანის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, გუდარეხის, მეველეს და მიმდებარე ქუჩების 617 აბონენტს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის 530 აბონენტს.
დიდგორის რაიონში ქვესადგურში “ტაბახმელა” გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას 194 აბონენტს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.