გორში აგვისტოს ომის 6 წლისთავთან დაკავშირებით სამშვიდობო აქცია გაიმართება

   დღეს გორში საზოგადოებრივი კავშირის “მეგობრობის ხიდი – ქართლოსი” ორგანიზებით, აგვისტოს ომის 6 წლისთავთან დაკავშირებით სამშვიდობო აქცია გაიმართება სახელწოდებით “ახალგაზრდები ცვლილებებისთვის”.
აქციის მონაწილეები მსვლელობას გორის მთავარი მოედნიდან დაიწყებენ. ისინი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალებს გვირგვინებით შეამკობენ და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრებიან.
აქციის დასასრულს კი, ოს ახალგაზრდებს სპეციალურ განცხადებას გაუგზავნიან და ცხინვალში მცხოვრებ ოს თანატოლებს ნდობის აღდგენასა და მშვიდობის მშენებლობაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ.
აქციში 80-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
სამშვიდობო მსვლელობას “მეგობრობის ხიდი – ქართლოსი” ყოველი წლის 8 აგვისტოს აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები