თბილისის აეროპორტში დილიდან ხმაურია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილიდან ხმაურია. მგზავრები უკვე შვიდი საათია თურქეთის მიმართულებით რეისის შერულებას ელოდებიან. მგზავრთა ნაწილი თურქეთიდან აშშ-ში გამგზავრებას აპირებდა. რეისი გამთენიისას უნდა შესრულებულიყო, თუმცა, როგორც მგზავრები აცხადებენ, მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გაიდადო ფრენა, ავიაკომპანიის წარმომადგენლობას კი უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ავიაკომპანია „თურიშეარვეისის“ წარმომადგენელის განცხადებით, ფრება უამინდობის გამო გადაიდო, ხოლო როდის შესრულდება რეისი, მათთვისაც უცნობია.