„ეს ერთადერთი გზაა, რათა მათ იგრძნონ პასუხისმგებლობა“ – ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ.

უკრაინის პირველი პირის მტკიცებით, ეს ერთადერთი გზაა, რათა მათ პასუხისმგებლობა იგრძნონ რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებზე და პუტინი ომის დასრულებისკენ აიძულონ.

„თავიდანვე ვამბობდი, რომ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა, რადგან ისინი ხელყოფენ უცხო ქვეყნის ტერიტორიებს. დაე, იცხოვრონ საკუთარ სამყაროში მანამ, სანამ არ შეცვლიან მსოფლმხედველობას. ღირს საზღვრების ჩაკეტვა და ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესება, დანარჩენი ყველაფერი უფრო სუსტი ზომებია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა რუსეთის პრაქტიკულად ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი აზრისა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ, შეუძლია საზღვარგარეთ გამგზავრება, მათ შვილებს შეუძლიათ იქ სწავლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები