სოფლების – მუხრანის, პატარა ქანდას, ვაზიანისა და ვარდისუბნის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება
მცხეთის სოფლების – მუხრანის, პატარა ქანდას, ვაზიანისა და ვარდისუბნის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი და 5 ჭაბურღილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარისა და სატუმბო სადგურის მშენებლობა.
პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება. შედეგადაც, ადგილობრივები წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებენ.
სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16,8 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.