ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში სანიაღვრე არხი ეწყობა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ეწერის უბანში, სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ უბანში გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის ერთი ფენა დაგებულია, მეორე ფენა სექტემბრის თვეში დაიგება და პროექტი ამით სრულიად დასრულდება.

“ეწერის უბანში ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. გზა ავარიული იყო და მოქალაქეებს პრობლემას უქმნიდა.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა , მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ”, – აცხადებენ მერიაში.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 680 000 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები