ამირან გამყრელიძე: გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ – დღეს იქნება სამინისტროში შეხვედრა, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას

“გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება სამინისტროში შეხვედრა, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, პოსტის დატოვება მისი გადაწყვეტილება იყო თუ მინისტრის, გამყრელიძე პასუხობს, რომ გადაწყვეტილება ორმხრივი იყო.

“მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა. აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, დავსახავთ გეგმას გარდამავალი პერიოდის და ამის შემდეგ მე ვტოვებ პოსტს. ორმხრივი გადაწყვეტილება იყო”, -აცხადებს გამყრელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები