გუდაურის ტრაგედიის გამო გადადებული რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლაგოდეხში დღეს გაიმართება

გუდაურის ტრაგედიის გამო გადადებული რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლაგოდეხში დღეს გაიმართება. შესაბამის განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

“31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა. ამ დღეს წელს დაგვიანებით აღვნიშნავთ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქე 8 გმირი პროფესიონალი შეიწირა. 15:00 სთ, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის ეზო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გამართულ რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. წელს, ღონისძიების მთავარი თემაა “110 წელია ვიცავთ საქართველოს ბუნებას”. ღონისძიების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების რეინჯერებს სიტყვით მიმართავენ გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი, პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული (გუბერნატორი) ირაკლი შიოშვილი, კახეთის მხარის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები