მამუკა ონაშვილი სიონის ტაძრიდან ტაშით გამოასვენეს – მომღერალი მახათას მთაზე დაკრძალეს

მომღერალი მამუკა ონაშვილი სიონის საკათედრო ტაძრიდან ახლობლებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა ტაშით გააცილეს. მომღერალი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს.

პანაშვიდზე დღის განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მომღერალს პატივი მიაგეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც.

სიონის საკათედრო ტაძარში მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, მომღერალი 55 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები