პარლამენტის წევრები მსჯავრდებულთა მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს დაესწრნენ

მსჯავრდებულთა მიწვევით, საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ სარჯველაძე, ქეთევან დუმბაძე და მაია მენაღარიშვილი მარჯანიშვილის თეატრში, მსჯავრდებულთა მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს დაესწრნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ“ – პარლამენტის ცნობით, ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა დადგეს. მათივე მომზადებული იყო სპექტაკლის სცენარი, რეჟისურა და სასცენო რეკვიზიტები. სპექტაკლში 19 მსჯავრდებული მონაწილეობდა.

სპექტაკლს ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები