ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში „სისხლის ბანკი“ გაიხსნა

  ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში „სისხლის ბანკი“ გაიხსნა, რომელიც ამერიკული „სისხლის ბანკების“ პრინციპით იმუშავებს, მხოლოდ უანგარო დონორებს მოემსახურება და სისხლს უსასყიდლოდ ჩააბარებენ. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციის განცხადებით, „სისხლის ბანკში“ დამზადებული პროდუქციით უზრუნველყოფილი იქნება აჭარის რეგიონი, რაც, შესაბამისად, წაადგება ქვეყანაში სისხლის მოთხოვნაზე არსებული დეფიციტის აღმოფხვრას.
“სისხლის ბანკი“ აღჭურვილია უახლესი აპარატურა-დანადგარებით, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია, დამზადდეს უსაფრთხო ევროპული სტანდარტების სისხლის კომპონენტები. გამოკვლევების ერთი ნაწილი უტარდება თავად დონორს, ხოლო მეორე ნაწილი უშუალოდ დონორულ სისხლს. დონორებისთვის ხდება ჯგუფის, რეზუსის და ჰემოგლობინის მაჩვენებლების განსაზღვრა, ხოლო დონაციის შემდეგ უახლესი ლაბორატორიული მეთოდებით სისხლი გადის ვირუსულ ინფექციებზე კონტროლს. სისხლის კომპონენტების დამზადების პროცესი დახურულ, გარემოსგან სრულად დაცულ ციკლს გაივლის, ეს კი დამზადებული პროდუქციის მაღალი ხარისხის გარანტიაა”, – აცხადებენ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.
გახსნის ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები