,,ღია დიალოგი ბიზნესთან“- ფორმატის ფარგლებში, სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ საგრანტო პროექტებს აცნობს
ბათუმში, საქართველოსა და აჭარის ა/რ სავაჭრო პალატების ორგანიზებით, პარტნიორებთან ერთად, „ღია დიალოგი ბიზნესთან“- ფორმატის ფარგლებში, რეგიონულ ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მეწარმეები გაეცნენ მიმდინარე და დაგეგმილი ბიზნესის მხარდამჭერ საგრანტო პროექტებს.
მოეწყო პრეზენტაციები სოფლის განვითარების სააგენტოს, ,,აწარმოე საქართველოში’’, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის პროგრამების შესახებ.
მეწარმეებმა მათთვის საჭირო კითხვებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს. გარდა ამისა, ისაუბრეს ბიზნესის არსებულ გამოწვევებზე, რათა მოხდეს დონორებთან და შესაბამის უწყებებთან პრობლემური საკითხების მიტანა და ბიზნესის ხელშეწყობა.
სავაჭრო პალატა მეწარმეებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრებს გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში უახლოეს დღეებში გამართავს.