„აფრიკული ვირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს“

   აფრიკული ვირუსის “ებოლას” საქართველოში გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო გლობალური ჯანდაცვისთვის “ებოლას” ვირუსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
“ეს არის “ებოლას” ვირუსი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, საერთოდ, მსოფლიოს გლობალური ჯანდაცვისთვის. ის გადაიცემა კონტაქტური გზით. მისი სიმპტომებია, ძირითადად, სითხეების და ელექტროლიტების დაღვევა, სისხლჩაქცევები და გონების დაკარგვა. რაიმე სპეციფიკური მკურნალობა ამ ვირუსს არ აქვს, მკურნალობა არის სიმპტომური. რაც შეეხება საქართველოში გავრცელებას, ამ ეტაპზე ამის საშიშროება არ არსებობს”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
არსებული ინფორმაციით, აფრიკის ქვეყნებში ამ ვირუსით 800-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები