რაჭაში მიწისძვრა მოხდა
რაჭაში მიწისძვრა მოხდა. როგორც “კვირას” სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონში დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 3,5 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები ონის მიმდებარე სოფლებშიც იგრძნობოდა.