ირაკლი ღარიბაშვილი- არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობაა შენარჩუნებული და ასეთივე გონივრული პოლიტიკით, ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ

არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მიერ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის გონივრული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობაა შენარჩუნებული და ასეთივე გონივრული პოლიტიკით, მთავრობა გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას.

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, არ ატეხონ ზედმეტი აჟიოტაჟი და შეახსენა, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად დაკარგა ქვეყანამ კოდორის ხეობა და 100-ზე მეტი სოფელი.

„მე მინდა გითხრათ მთავარი, არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი, არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებდი პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მე მათ შევახსენებდი, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა აი ამ კონფლიქტთან და 100-ზე მეტი სოფელი. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა და ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით, ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები