ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს – დაზიანებულია მრავალი მაღალსართულიანი შენობა

რუსეთის საოკუპაციო ჯარმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი დაბომბა.

ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვადიმ ლიახმა Facebook-ზე განაცხადა.

მისი თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად, ქალაქის ცენტრში დაზიანდა მრავალი საცხოვრებელი მაღალსართულიანი შენობა.

ასევე, ჭურვები მოხვდა სევერნის მიკრორაიონში კერძო სახლებს, ერთი ადამიანია დაჭრილი.

მტრის თავდასხმის შედეგად, ქალაქი ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სლავიანსკი რუსების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები