ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბორის ჯონსონი თანამდებობის დატოვებამდე უკრაინაში ჩასვლას გეგმავს.
ამის შესახებ წერს The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გაზეთს წყარომ უამბო, „ის გრძნობს პასუხისმგებლობის ტვირთს, რადგან ის ვლადიმერ ზელენსკის ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო. მას არ შეუძლია, უბრალოდ წავიდეს ისე, რომ არ დარწმუნდეს, მსოფლიოს საიმედოობაში უკრაინასთან მიმართებით. ჯონსონი იმედოვნებს, რომ კიდევ ერთხელ შეხვდება ზელენსკის პრემიერის სავარძლის დატოვებამდე”.
ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის ლიდერს 5 სექტემბერს აირჩევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნიდან ქვეყანას ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს.
პარლამენტში კენჭისყრის შედეგად ორი კანდიდატი გამოიკვეთა – ლიზ ტრასი და რიში სუნაკი, რომელთა შორის “თორის” წევრებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ.