ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა

„როიტერის“ ცნობით, „SpaceX“-ისა და „Tesla“-ს დამფუძნებელი ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა.

SpaceX-ის საწყისი საჯარო შეთავაზების (IPO) შემდეგ, მისი ღირებულება დაახლოებით 866 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. „Tesla-სა და მისი სხვა აქტივების გათვალისწინებით, დღეს აქციებით ვაჭრობის დაწყების დროისთვის მასკის წმინდა ქონება 1.1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს“, – აცხადებს სააგენტო.

მედიის თანახმად, ტრილიონ დოლარიანი ქონების მიღწევა უპრეცედენტო მოვლენად ითვლება, მანამდე ისტორიაში არც ერთ კერძო პირს ამ ნიშნულისთვის არ მიუღწევია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები