სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
სამხრეთ კორეის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, იუნ სოკ იოლს, 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილება 2024 წელს ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით განხორციელებულ სამხედრო დრონების ოპერაციას უკავშირდება. გამოძიების თანახმად, ოპერაცია შესაძლოა დაძაბულობის გამწვავებას ისახავდა მიზნად, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გაღრმავებულიყო.
მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ იუნ სოკ იოლმა საპრეზიდენტო უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.
ყოფილმა პრეზიდენტმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ქმედებებს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებდა.
იუნ სოკ იოლი 2025 წელს იმპიჩმენტის შედეგად გადააყენეს თანამდებობიდან. მისი პოლიტიკური კრიზისი 2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების მცდელობას მოჰყვა.