დიეგო კოლასი – კასიანოვის განცხადებაზე: ვფიქრობ, საქართველომ საკმაოდ ბევრი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის ძალიან ძლიერი განცხადებებით

ვფიქრობ, საქართველომ საკმაოდ ბევრი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის ძალიან ძლიერი განცხადებებით, – ასე ეხმიანება საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

„მე მესმის საქართველოს ხელისუფლების განცდა, თუ რატომ მიაჩნიათ, რომ საქართველო უფრო მეტად დაუცველია სხვა ქვეყნებთან შედარებით რუსული საფრთხისადმი და რომ სიფრთხილით უნდა იმოქმედონ ასეთ სიტუაციებში“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, არსებობდა დიდი მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა.

.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები