ირაკლი კობახიძე – კასიანოვის განცხადებაზე: კიდევ ერთხელ მოხდა იმის აფიშირება, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ – პირდაპირი სურვილი არის გამოხატული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი

კიდევ ერთხელ მოხდა იმის აფიშირება, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ – არის პირდაპირი სურვილი გამოხატული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რაც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გაიმეორა კასიანოვმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.

„კიდევ ერთხელ მოხდა იმის აფიშირება, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ – არის პირდაპირი სურვილი გამოხატული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რაც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გაიმეორა კასიანოვმა. საზოგადოებამ უნდა განსაჯოს ეს ყველაფერი, რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, არსებობდა დიდი მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები