ევროპარლამენტარები ოძისში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდნენ

ევროპარლამენტის ექვსკაციანი დელეგაცია სოფელ ოძისში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდა. ევროპარლამენტის წევრები სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და იქ არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მათგანაც მიიღეს.

ევროპარლამენტარები რუსეთის აგრესიის შედეგებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში ეცნობოდნენ. გამყოფი ზოლიდან მათ სოფელ ახმაჯში განთავსებული რუსული ბაზების ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

სოფელ ოძისიდან ევროპარლამენტართა დელეგაცია კვლავ თბილისში დაბრუნდა. ევროკავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ისინი დღეს პრემიერმინისტრს, მთავრობის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის წევრებს შეხვდებიან. ამით ევროპარლამენტარების ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები