ყველა თანახმაა – ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირების საკითხი ე.წ.პარტიის წარმომადგენლებთან განიხილა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. პოლიტიკური პარტიებისა და ვეტერან ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირების საკითხი განიხილა.

შესაბამისი შეთანხმება “აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის” იანვარში გაფორმდა.

როგორც ბჟანიამ დამსწრე პირებს ამცნო,  „1995 და 2022 წლების შეთანხმებებში ფუნდამენტური და ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის, რომ რუსეთის საკუთრებაში გადადის შენობები და ნაგებობები, ხოლო მიწა, როგორც იყო, რჩება აფხაზეთის საკუთრებაში“.

შეხვედრის მონაწილეებმა ე.წ. პრეზიდენტის პოზიციას, რომ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოხდეს, მხარი ერთხმად დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები